ალკოჰოლიზმის პრობლემები და მისგან მომდინარე საფრთხეეები- თემაზე მე-8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სემინარი ჩატარდა. იტალიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალგაზრდებს ალკოჰოლიზმის პრობლემის პრევენციის ძირითადი მეთოდები გააცნეს. სემინარის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ.
შეხვედრა საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასის’’ ორგანიზებით ჩატარდა, ფონდი ერთი წელია სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანი ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების განკურნებაა.