დღეიდან ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე პირები ID ბარათს და პასპორტს უფასოდ მიიღებენ

01 აპრილი 2019, 00:00 18655 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით და უფასოდ შეცვალონ ძველი, უვადო დოკუმენტი ელექტრონული პირადობის მოწმობით. აღნიშნული აქცია დღეიდან დაიწყო და პირველ მაისამდე გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ დოკუმენტის მქონე სულ 401 000 მოქალაქეა.

„აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში საქართველოს მოქალაქის პასპორტს უფასოდ მიიღებენ.

ფოტო: სოციალური ქსელიდან

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი