ფრანკოფონიის დღეები ბათუმში

29 მარტი 2019, 00:00 1153 ნახვა

წელს პირველად ღონისძიებათა ციკლში აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ჩაერთო. საექსპოზიციო დარბაზში ის ექსპონატები გამოიფინა, რომელიც საფრანგეთს უკავშირდება.

მოხალისე გიდის ფუნქციით პროექტში მოსწავლეები ჩაერთვნენ, რომლებმაც აჭარაში ფრანგი სპეციალისტების საქმიანობისა და მათი ავტორობით შექმნილი ნამუშევრების შესახებ - პრეზენტაციები ფრანგულ ენაზე გამართეს.

გამოფენას საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ესწრებოდა. ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია. თარიღთან დაკავშირებით, ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის მარტში კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი