საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. როგორც უწყების დოკუმენტში წერია, საანგარიშო პერიოდში,ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულ რუსეთის ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღების და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება.
აღნიშნულია, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს და რეგიონის ქვეყნებს, ისე ევროპის უსაფრთხოებას.
ანგარიშში, ასევე საუბარია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე. ნათქვამია რომ გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც - საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებს და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
სუსის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს “უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას.” ანგარიში დრეს პოლიტოლოგებმა და პოლიტიკოსებმა შეაფასეს.