სოციალური მუშაკების და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა

28 მარტი 2019, 00:00 1224 ნახვა

სამ საათზე მეტია  ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე სოციალურ მუშაკებს ხვდება. ჩვენი ინფორმაციით მათ მინისტრი 4 პუნქტიან გეგმას აცნობს, რომელმაც სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები უნდა გააუმჯობესოს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე კი  გაფიცულმა სოცმუშაკებმა თქვეს, რომ გეგმას აკლია კონკრეტიკა.   მათ  დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სამინისტროსგან რეალური პასუხი მათ მოთხოვნებზე ამ დრომდე არ მიუღიათ. შეხვედრის ამსახველი ვიდეო-მასალა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი