საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 198 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. წარმოდგენილი იყო ბათუმის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი "პონტოელი ბერძნები აჭარაში-წარსული და თანამედროვეობა" და ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია, მე-19 საუკუნეში აჭარაში მცხოვრები ბერძნების ყოფა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ბერძნული კულტურის ექსპონანტები. პროექტს რუსთაველის ეროვნული ფონდი აფინანსებს. გამოფენა ბათუმშიც გაიმართება.