დახმარება სოციალურად დაუცველისთვის - სოფლის არჩევანი რომელიც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს   

25 მარტი 2019, 00:00 2175 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრები მოქალაქეები ითხოვენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით მთავრობა კონკრეტულ ოჯახს დაეხმაროს. საუბარია კაკაბაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომელიც დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.

სოფლის კრებაზე მისულმა საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა მოქალაქეებს, რომ ეს გადაწყვეტილება კრიტერიუმებში ვერ ჩაჯდება და სასურველია სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული საკითხები მოგვარდეს. ამ ოჯახს კი, საკრებულოს თავმჯდომარის რწმუნებით, სხვა პროგრამის ფარგლებში დაეხმარებიან. ცნობისთვის, თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ამ სოფლიდანაა, შესაბამისად მისთვის კაკაბაძეების პრობლემის შესახებ კარგადაა ცნობილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი