ორი დღით ჩაქვის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება - შსს გაფთხილება

25 მარტი 2019, 00:00 2023 ნახვა

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით,  დღეს, 25 მარტს, 19:00 საათიდან  ავტომობილების გადაადგილება ორი დღით ნაწილობრივ იზღუდება. გვირაბი 27 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პორტაების გარეცხვა-დასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარეობს.  პირველ ეტაპზე ბათუმის მიმართულება ჩაიკეტება, ხოლო მეორე ეტაპზე ბათუმიდან გამავალი გვირაბი.  

ერთი მიმართულებით მოძრაობის აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის მეორე მიმართულებაზე.

ამავე კატეგორიაში