დღეიდან საქართველოს პრეზიდენტი ამომრჩევლის გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გააკეთა. მისი განმარტებით, ეს იქნება ამომრჩევლის გააქტიურებისკენ მიმართული და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია.