მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

25 მარტი 2019, 00:00 1607 ნახვა

29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მოკვლევა დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამედიცინო ისტორიებს ორივე კლინიკაში შეისწავლიან, სადაც ახალგაზრდა ქალს  მკურნალობდნენ.

''ყველა მონაცემის საფუძველზე საბოლოოდ გადაწყდება და ყველა პასუხს აგებს ვისაც რაიმე სამედიცინო გადაცდომა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს არ იყოს ერთი ადამიანი, თუმცა მოკვლევის დასრულებამდე ამის თქმა ძნელია, რადგან ოჯახის მოთხოვნა იყო ერთ-ერთი ექიმის მიმართ თვითონ ექიმმა თავისი განცხადებით შეიჩერა უფლება-მოვალეობის შესრულება, ეს იყო ამ ეტაპისთვის გამოსავალი'' - ამბობს ზაალ მიქელაძე 

პარალელურად საქმეზე  შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  

გარდაცვლილის ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს მედიკოსს გულგრილობასა და არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს. ექსპერტიზის დასრულებამდე კი სამედიცინო საქმიანობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ჩამოშორდა კლინიკის ექიმი.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი