საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში მერობის კანდიდატად იყრის კენჭს - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განუცხადა.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, სანდრა რულოვსს თავად სურდა ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი.
მიხეილ სააკაშვილის მეუღლე უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, პირველად 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. თუმცა, სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური გასულ წელს გახდა, როცა არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.