გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავდა.
გამოფენის ფარგლებში ორი ქართული ღვინის კომპანიას საერთაშორისო კონკურსზე "MUNDUS VINI"-ის მოპოვებული ოქროს მედლები გადაეცა.