ბათუმში ავარიის დროს 14 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძისა და გ.აბაშიძის ქუჩების კვეთაში მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიჭს ფეხი აქვს მოტეხილი.