ტურიზმის განვითარების 2019-25 წლების სტრატეგია განიხილეს დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე. ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, ასევე ტურისტული პროდუქტების განვითარების და სერვისების გაუმჯობესების კონცეფცია, სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გააცნეს.
შეხვედრას, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენლები, გიდები და ტუროპერატორები ესწრებოდნენ. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ სტრატეგიის ნაწილია რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს დატვირთული. ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარკეტინგულ კამპანიას 16 სამიზნე ქვეყანაში აწარმოებს.