„ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა“ - ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება. მხარდამჭერები „იუნესკოს“ ცეკვის საერთაშორისო საბჭო და ფოლკლორის ფესტივალების ევროპული ასოციაცია არიან.
იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა, განიხილეს კონფერენციის საკითხები და ქართული ცეკვის სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ასევე „იუნესკოს“ ცეკვის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენელები და ფოლკლორის ფესტივალების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.