ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით დავა შეწყდა

15 მარტი 2019, 00:00 2361 ნახვა

ბათუმის ბულვარსა და კომპანია “დრიმლენდ ოაზისს“ შორის 3 წლიანი სასამართლო დავა შეწყდა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიამ საქმის დახურვა თავად ითხოვა.

საქმე ეხება 2015 წელს კომპანიის მიერ შემუშავებულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც უქმდებოდა ბათუმის ძველ ბულვარში მესამე ალეა და რეკრეაციული ზოლი, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

პროექტი მალევე შეჩერდა. სასამართლოს გზით კი დრიმლენდ ოაზისი უკვე ჩატარებული სამუშაოების გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ   ამ მოთხოვნას დოკუმენტში არსებული ხარვეზების გამო არ ეთანხმებოდნენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი