''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს 14 მარტს, 10:00 საათიდან ჩაქვში ე. წ. ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი ავარიულად დაზიანებული წყალმომარაგების მილის რეაბილიტაციო სამუშაოებია.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აბონენტებს წყალმომარაგება, 15 მარტს 03:00 საათიდან აღუდგებათ.
"ბათუმის წყალი" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.