დღეს ბათუმის ერთ ნაწილში ონკანიდან დაბინძურებული წყალი მოდიოდა. მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იყო თუ არა წყალი უსაფრთხო, ან რატომ იყო წყალი მღვრიე. ინოფრმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ''ბათუმის წყალმა'' განმარტების სახით გაავრცელა განცხადება. კომპანიაში დაადასტურეს, რომ ქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტებს ნამდვილად ამღვრეული წყალი მიეწოდებოდათ.
უწყების ცნობით, წყალი წყალმომარაგების სისტემაზე სარემონტო სამუშაოების შესრულების გამო აიმღვრა, ძირითადად ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, ბათუმის წყალში ირწმუნებიან, რომ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად შექმნილი პრობლების აღმოჩენის შემდეგ აბონენტებს მოკლეტექსტური შეტყობ