ბათუმში ტაბიძის მეორე შესახვევში უკანონო ნაგავსაყრელი დაიხურა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან 1000 კუბური მეტრის მოცულობის მუნიციპალური, საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენები ადლიის ნაგავსაყრელზე გაიტანეს.
ამ ეტაპზე ტერიტორიის გასწორხაზოვნება მიმდინარეობს. ნაგავსაყრელი გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია ''სენმა'' იუსაიდის დაფინანსებით ბათუმის მერიასთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დახურა. აჭარის მუნიციპალიტეტებში წელს ''სენმა'' 10-მდე უკანონო ნაგავსაყრელი გააუქმა.