საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო. ილია II-მ ისა ალბაშა ალნოამისა და მის თანმხლებ პირებს წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის განცხადებით, კათოლიკოს - პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხალხთა შორის მშვიდობის შენარჩუნების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით.