შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი რეგიონის სხვადასხვა სოფელში, დიდთოვლობის გამო დახმარების საჭიროების მქონე ადგილობრივ მოსახლეობასთან მიდიან და მათ საკვებით, ასევე, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულმა მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვნები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.