სოფელ ნაგომარში სახლი დაიწვა

28 თებერვალი 2025, 10:20 202 ნახვა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაგომარში სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული მუკბანიანების ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში. მათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ინფორმაციას გურიაში სტიქიის გამო მოქალაქეების დასახმარებლად წასული მოხალისეები ავრცელებენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სახლთან მეხანძრე მაშველებიც მივიდნენ, თუმცა საცხოვრებელს ცეცხლი სრულად მოედო და დაიწვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი