ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო

27 თებერვალი 2025, 21:17 112 ნახვა

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამა სახელწოდებით „რეაგირება საქართველოსთვის – მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის“ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს დაიწყო და 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება.
პროექტის დასაფინანსებლად 1 568 328 ევრო გამოიყო. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა აძლიერებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცეს საქართველოს რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ მიმდინარე გამოწვევებს და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი