თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური საბრძოლო სწავლება ჩაატარა. წვრთნებს მონიტორინგს ქართველი და ამერიკელი დამკვირვებლები უწევდნენ. მათი შეფასებით ქვედანაყოფმა ოპერაცია წარმატებით განახორციელა.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია.