ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დეპუტატები სხვადასხვაგვარად აფასებენ. უმრავლესობის წევრისთვის ცვლილებები დაკავშირებულია პოლიტიკური საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებასთან.
უმცირესობისთვის კი ღარიბაშვილის დაბრუნება პირდაპირ ნიშნავს ქართული ოცნების აგონიაში ყოფნას, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლა პირველ რიგში, "ქართული ოცნებიდან" უნდა დაიწყოს.