სასტუმრო „პარაგრაფი“ „აუტოგრაფ ქოლექშენის“ სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა

03 მარტი 2019, 00:00 3279 ნახვა

მარიოტ ინტერნეიშენალმა“ შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ „აუტოგრაფ ქოლექშენის“ სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა.

განთავსების ობიექტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ მონაცემით სასტუმრო უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონასა და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.სასტუმროს ჯამური ინვესტიცია 100 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ამავე კატეგორიაში