2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა ეკარგება.
შესაბამისად თუ თქვენ აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა გაქვთ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ გაქვთ.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; არსებული მართვის მოწმობა.მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარი.