ხელვაჩაურის მერის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტურია

27 თებერვალი 2019, 00:00 1274 ნახვა

ხელვაჩაურის მერის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტურია. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ ჩანაცვლებს ზვიად ხალვაშს, ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით ჯერ საკითხზე არ უმსჯელიათ.

თავად ზვიად ხალვაში ჩვენს სატელეფონო ზარებს მეორე დღეა არ პასუხობს. წასვლის შესახებ განცხადება ხალვაშს მერმა  გუშინვე  დაუკმაყოფილა.   უცნობია უკავშირდება თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლა 2017 წლის აუდიტის დასკვნას, რომელშიც სხვადასხვა ტენდერში დაშვებული შეცდომებზე იყო მითითება, ან ტენდერების საქმეზე სასამართლოში წაგებულ 2 საქმეს, რომლის შედეგად ხელვაჩაურის მერიას 31 500 ლარის გადახდა დაეკისრა კომპანიების სასარგებლოდ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი