საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ კოგელას უკვე შეხვდა. აუდიენცია ასევე დაგეგმილია პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.