ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენების პროცესი დაიწყო

27 თებერვალი 2019, 00:00 1609 ნახვა

ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენების პროცესი დაიწყო,  ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.  

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,რომ ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა. 

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადამზიდავ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა.

გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს.

მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ვარაუდობს რომ ის მოკლეს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი