საგრანტო კონკურსი კინოხელოვნების განვითარებისთვის

24 თებერვალი 2019, 00:00 1000 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროექტის ფარგლებში სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები დაფინანსდება. ჯამური ბიუჯეტი 130 ათასი ლარია.

შერჩევისას უპირატესობა იმ  კინოპროექტებს მიენიჭება, რომელსაც ფილმის გადასაღებად უკვე მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსება. საგრანტო კონკურსის მთავარი კრიტერიუმია, კინომწარმოებელმა ფილმის ეპიზოდები აჭარის ტერიტორიაზე გადაიღოს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონის პოპულარიზაციას.  სამინისტროში განცხადებები მიღება უკვე დაიწყო და 20 მარტამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი