ბათუმში, აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალიში მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს. 1992 წელს ყარაბაღის კონფლიქტის დროს რუსულ-სომხურმა შენაერთებმა ქალაქი შტურმით აიღეს, დაიღუპა ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ეს იყო გენოციდი, რომლის შემსრულებლებიც, მიუხედავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოთხი რეზოლუციისა, დასჯილები არ არიან.