არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები მოსამართლეების შერჩევის პროცესზე

22 თებერვალი 2019, 00:00 1149 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს დღეს ისევ საქართველოს პარლამენტში.  ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. არამოსამართლე წარდგენილ პროექტს აკრიტიკებენ.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კრიტერიუმების თანახმად წევრი უნდა იყოს  მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე,   რაც ავიწროვებს და ზღუდავს პირთა წრეს, ასევე კონკურენციას. ანა დოლიძის განცხადებით, კი კანონი სასამართლო სისტემაში არსებულ კლანზეა მორგებული. როგორც დოლიძე განმარტავს,  შეხვედრას არსებული სიტუაციის  დიპლომატებისთვის გასაცნობად ესწრება. სასამართლოს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს ლევან მურუსიძე. ამბობს, რომ წარმოდგენილ კრიტერიუმებს ეთანხმება.

ამავე კატეგორიაში