ე.წ ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

22 თებერვალი 2019, 00:00 1343 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ ოცნების ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა და პარკინგის სივრცე მოეწყობა. ტენდერი 21 თებერვალს  გამოცხადდა. შესყიდვის ღირებულება  400 000 ლარია.პროექტის განხორციელებას სახელმწიფო აფინანსებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი