ეკა ბესელია ''ქართული ოცნებიდან'' წავიდა

22 თებერვალი 2019, 00:00 2151 ნახვა

''ქართული ოცნებიდან'' ეკა ბესელია წავიდა - ამის შესახებ პარტია ''ქართული ოცნების'' ყოფილმა წევრმა ცოტახნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

‘’ძალიან რთულია და ძალიან ემოციურია ჩემთვის და ამავდროულად არის საპასუხიმგებლო ის რაც უნდა განვაცხადო. ცხადია ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან რომელიც დავაფუძვნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა,  მივდივარ ამ პოლიტიკური პარტიიდან იქმადე ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ.

მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა. სადაც, ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ასევე ყოველი ოჯახისთვის ყოველი მოქალაქისთვის თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა.

ჩვენ ყველას ერთად, უმრავლესობას და თუნდაც უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი. ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები რისთვისაც პირველი ოქტომბერი მოვიდა. ადგილიდან უნდა დავძრათ და სადაც არ უნდა ვიყოთ ეს არის გასაკეთებელი.’’ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.

საქართველოს პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ წარდგენილი ცვლილებების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი