ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს უსკოს წარმომადგენლებმაც. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში ქალაქის კერძო სკოლებში იმყოფებოდნენ. მათ საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებთან დაკავშირებით “ნიკეს” და “ევრო 2000”-ის მოსწავლეებთან გამართეს.
გააცნეს არჩევნების ისტორია და სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების პროცესში მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრას მოსწავლეების ის ნაწილი ესწრებოდა, რომლებიც ახლო მომავალში ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ.