მარადიდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენელი არ მისულა

21 თებერვალი 2019, 00:00 1941 ნახვა

მარადიდის მოსახლეობასთან დღეს შეხვედრაზე მხოლოდ ხელვაჩაურის მერი მივიდა. ადგილობრივები კი აჭარის მთავრობის წარმომადგენელს ელოდებოდნენ. მერისგან მიიღეს დაპირება, რომ ორ დღეში შეიქმნება სამთავრობო კომისია და განიხილება მოსახლეობის საკითხები ინდივიდუალურად. მოსახლეობა შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს. სოფელში გუშინ შექმნილი ვითარების გამო ასევე პასუხს სთხოვენ კომპანიას.

გუშინ მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა, რასაც ადგილობრივი  მცხოვრებლები კირნათი ჰესის მშენებლობას უკავშირებენ.   გაიმართა აქციაც, თუმცა ,,კირნათი ჰესის“ მშენებელმა კომპანიამ მხოლოდ ბოდიში მოიხადა, რომელიც მოქალაქეებს  მის ნაცვლად ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გადასცა

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი