ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსის მშენებლობისთვის სატენდერო პირობები, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და რამდენიმე დღეში ბრიფინგიც გაიმართება. რაც შეეხება ბინების განაწილებას, ჯაბა ფუტკარაძე აცხადებს, რომ საკითხზე მუშაობა კომისიას ჯერ არ დაუსრულებია.
ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებთათვის კორპუსის მშენებლობის გადაწყვეტილება 6 თებერვალს გახდა ცნობილი.
ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ოჯახებმა ჩასახლება 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს.