მართველი პარტია 9 თანაგუნდელის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

20 თებერვალი 2019, 00:00 1458 ნახვა

დაპირისპირების მორიგი ტალღა, ან გაგრძელება „ქართულ ოცნებაში“ - პარტიის პოლიტსაბჭო 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ უჭერს - ახლა საკითხი მხოლოდ ტექნიკურადაა გასაფორმებელი. ამის ერთ-ერთ მიზეზად ირაკლი კობახიძე ინიციატივის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას ასახელებს, რაც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების მსურველების თქმით, უსაფუძვლოა. ისევ ისმის კითხვა - დატოვებენ თუ არა ინიციატორები უმრავლესობის რიგებს? ამის შესახებ ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ კენჭისყრის შემდეგ გახდება.

ცნობისთვის დღეს ეკა ბესელიამ დაადასტურა პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა, ამბობს, რომ ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.  აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან არ ყოფილა მითითება იმის შესახებ, რომ მან უმრავლესობის რიგები უნდა დატოვოს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი