''სტოპ, არა ჰესებს'' - კიდევ ერთი გზავნილი ხელისუფლებას მაჭახლის ხეობიდან

20 თებერვალი 2019, 00:00 2416 ნახვა

"სტოპ, არა ჰესებს" -  კიდევ ერთი გზავნილი ხელისუფლებას მაჭახლის ხეობიდან. ამჯერად ხეობის შესასვლელთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და დაგეგმილი ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს.

წითლად შეღებეს საავტომობილო გზის მონაკვეთი და დატოვეს წარწერები. ადგილობრივები აქციების სხვადასხვა ფორმით გაგრძელებას გეგმავენ.

ასევე, ამზადებენ წერილობით მიმართვას პრემიერ მინისტრის სახელზე მოთხოვნით გაუქმდეს მშენებელ კომპანიასა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის 2012 წელს გაფორმებული მემორანდუმი.

მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობას "სილქ როუდ ჯგუფის" შვილობილი კომპანია "მაჭახელა ჰესი" გეგმავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი