2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაგეგმილია 2 მილიარდი ლარის ინვესტირება „სამთავრობო საათის” ფარგლებში პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ. მინისტრის თქმით, 2018 წელს მიმდინარეობდა 1200-ზე მეტი პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში.
/განახლებული/
ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, კომპლექსების მშენებლობა რეგიონებში და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტებში - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოუსმინეს. მაია ცქიტიშვილმა გასული წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის თქმით, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღნიშნა, რომ უწყების მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. საქმიანი, ინფორმაციული და კომპლექსური - ასე შეაფასეს თანაგუნდელებმა მინისტრის დღევანდელი ანგარიში. აღნიშნეს, რომ მაია ცქიტიშვილი კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს. მინისტრი ახლა დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ოპოზიციას კითხვები აქვთ მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით.
p>