სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონს შეხვდა

19 თებერვალი 2019, 00:00 1301 ნახვა

 სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონს შეხვდა.  ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის  შემდეგ პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მან ქართველი კოლეგისგან საქართველოში მიწვევა მიიღო. ემანუელ მაკრონმა საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი