ამ ეტაპისთვის ინსულტის დიაგნოზი არ იქნა დადასტურებული - დენაკოზ მამალაძის მკურნალი ექიმი

19 თებერვალი 2019, 00:00 1675 ნახვა

მარჯვენა-ხელფეხის მოქმედება არის შეზღუდული, თუმცა ინსულტის დიაგნოზი ვერ იქნა ვერიფიცირებული, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა მარინე გელანტიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მერინე გელანტიას განცხადებით, პაციენტს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დიაგნოზის დადგენა.

“ გუშინ საღამოს ჩატარდა კონსილიუმი, რომელშიც ჩვენი კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, რესპუბლიკაში ამ დარგში ცნობილმა სპეციალისტებმა - აკადემიკოსებმა და პროფესორებმა, რომლებმაც შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და დღემდე ჩატარებული კვლევები.

ამ ეტაპისთვის ინსულტის დიაგნოზი არ იქნა დადასტურებული. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა დამატებითი კვლევების ჩატარება, რომელიც განსაზღვარს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას და მიმართულებას”, - განაცხადა მარინე გელანტიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური სისტემიდან ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

განახლებული:

გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა-თორნიკე მამალაძე

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი