ე.წ. ოცნების ქალაქში მობინადრეთა რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე 270 - ზე მეტი ოჯახია დარეგისტრირებული. გასაუბრებები ოჯახებთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროცესები გამჭვირვალე იქნება და სამართლებრივი პრინციპები არ დაირღვევა. განაცხადების შევსების დასრულების შემდეგ პროცესებში მესამე სექტორიც ჩაერთვება.