ნათია მეზვრიშვილი - ზღვარი ქუჩურ გარჩევას და კამათს შორის ძალიან მარტივია

15 თებერვალი 2019, 00:00 1492 ნახვა

ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა, – განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით, დამამძიმებელ გარემოებაში კი – მაგალითად, ქუჩურ გარჩევაში არასრულწლოვნის ჩაბმის შემთხვევაში, სანქცია სამ წლამდე გაიზრდება.

დოკუმენტის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური სამყაროსა და ზოგადად, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი