ქართული დელეგაცია მიუნხენში - უსაფრთხოების კონფერენცია დღეს გაიხსნება

15 თებერვალი 2019, 00:00 1385 ნახვა

პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ნატო-ს უკავშირდება.  

დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის კოლეგებთან და კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი საკითხები წელს ევროკავშირის გაძლიერება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობაა.

კონფერენციის ფარგლებში დისკუსია ასევე შეეხება შეიარაღების კონტროლის საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ვაჭრობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლო გადაკვეთის წერტილებს, ისევე, როგორც კლიმატის ცვლილების ეფექტსა და ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

მიუნხენის კონფერენციაში წელს 35-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 50 ქვეყნის საგარეო საქმეთა და 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა  და თავდაცვის მინისტრები შედიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი