პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან, თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო.
სამართალდამცველებმა იარაღი საბაჟო პუნქტის კონტროლის ზონაში, ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.