ბათუმში, 26 მაისისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში, ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგო და კაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოქალაქეები ''მედცენტრსა'' და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებოდათ.
ამ წუთებში პაციენტებს კლინიკაში კვლევები უტარდებათ.
26 მაისი ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ერთ-ერთი მანქანა სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ბოძს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.