სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმება

14 თებერვალი 2019, 00:00 1954 ნახვა

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა ტიპის შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმება დაიწყო. განსაკუთრებული მონიტორინგი ჩატარდება  სასტუმროებში, მათ შორის საოჯახო სასტუმროებში, სავაჭრო და გასართობ ცენტრესა და  საგანმანათლებლო დაწესებულებებში.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, გაიცემა რეკომენდაციები,  მეორე ეტაპზე შეისწავლიან გამოსწორდა თუ არა ხარვეზები. თუკი მესამე, საკონტროლო  მონიტორინგის დროს  პრობლემები ისევ გამოვლინდება კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედება. სახანძრო    უსაფრთხოების   წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მცირე ზომის სასტუმროები 14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმების დაწყების შესახებ ინფორმირებულნი არ არიან არ ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, შემოწმება წინა წლებშიც აქტიურად მიმდინარეობდა და ქვეყნის მასშტაბით ათასობით ობიექტია დაჯარიმებული, თუმცა ეს პირველი შემოწმებაა გაზრდილი სანქციების პირობებში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი