მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება-საკონსტიტუციო სარჩელი

12 თებერვალი 2019, 00:00 1166 ნახვა

მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების დღეს არსებულ კანონმდებლობას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ მოქალაქეები. ელგა მაისურაძემ, ირმა გინტურმა და ლერი თოდაძემ  საკონსტიტუციო სასამართლოს მარტოხელა მშობლის სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმების გადახედვა მოსთხოვეს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსი ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და მშობელს სოციალური პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ჩანაწერი ვერ მოწმობს რეალურად მარტოხელად ყოფნის ფაქტსა და მისგან მომდინარე საჭიროებებს.

დღეს არსებული კანონმდებლობით მარტოხელა მშობლის სტატუსს მხოლოდ ის პირი მიიღებს, ვისაც შვილის დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის სახელი არ უწერია ან ბავშვი ქორწინების გარეშე შეეძინება. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის დასაზუსტებლად  მოსამართლეების მხრიდან კითხვების დასმის ეტაპზეა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი